ექსპერტებმა ყავისფერი 2021 წლის ყველაზე მოდურ ფერად დაასახელეს. ამის შესახებ Daily Mail წერს.
მოდის სახლ Gucci-ის მანეკენებმა მაისის ჩვენებაზე Ouverture-ის ხაზი კარამელისფერსა და ქვიშისფერში გადაწყვეტილი მოდელები წარმოადგინეს, ტანსაცმელს ყავისფერი ტონებიც ჰქონდა.
ანალოგიურ შეფერილობაზე გააკეთეს აქცენტი Louis Vuitton-ისა და Fendi-ის ბრენდებმა საკუთარ კოლექციებში. ამასთან, გამოცემის ცნობით, ბევრი ცნობილი ადამიანი ყავისფერ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე აკეთებს არჩევანს. მაგალითად კიმ კარდაშიანი რეკლამაში ყავისფერი შეფერილობის ზამშის შარვალში გამოჩნდა.