ჩინური აპარატ „ტიანვენ 1“-ის დამშვები მოდული მარსზე წარმატებით დაეშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სამმართველო ავრცელებს.
დაშვება მარსის ჩრდილოეთის ნახევარსფეროში, სრულად ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა.
„ტიანვენ 1“ დედამიწიდან მარსის მიმართულებით 2020 წლის ივლისში გაუშვეს. მარსის ორბიტაზე ის მიმდინარე წლის თებერვალში გავიდა, რის შემდეგაც ორი თვის განმავლობაში დაშვებისთვის პოტენციურ ადგილებს სწავლობდა.
უახლოეს პერიოდში დამშვებ მოდულს მარსმავალი გამოეყოფა და პლანეტის ზედაპირის შესწავლას დაიწყებს.