საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის სანდო პარტნიორი, მისთვის სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. იმისათვის რომ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულმა ბიზნესებმა შეძლონ მოსავლის დაზღვევა და დაგეგმილი ფინანსური სარგებლის მიღება, ამისათვის ბანკი მათ სწორ გადაწყვეტილებას - ალდაგის აგროდაზღვევას სთავაზობს.
საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად აგრობიზნესებისთვის შექმნილი პროდუქტი მოსავლის შემდეგ კატეგორიებზე ვრცელდება:
• ვაზი;
• მარცვლეული კულტურები;
• პარკოსანი კულტურები;
• ბოსტნეული კულტურები;
• ბაღჩეული კულტურები;
• ხეხილი;
• კენკროვანი კულტურები;
• კაკლოვანი კულტურები;
• სუბტროპიკული კულტურები;
• ციტრუსი;
აგრობიზნესების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შემდეგი რისკების დაზღვევას ითვალისწინებს:
• სეტყვა;
• წყალდიდობა;
• ქარიშხალი;
• საშემოდგომო ყინვა (ციტრუსისთვის)
გასათვალისწინებელია, რომ დაზღვევისას აგრობიზნესის წარმომადგენელს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს სახელმწიფოს სუფსიდიით. გადასახდელი პრემიის 70% კი მას სახელმწიფო დაუფინანსებს. იმ შემთხვევაში, თუკი ნაკვეთის მოცულობა აღემატება 5ჰა-ს, ბიზნესის წარმომადგენელს შეუძლია მოახდინოს მეურნეობის დაზღვევა არასახელმწიფო დაზღვევის პირობებით. რომლის დროსაც, პოლისის სრული ღირებულება თავად ბიზნესმა უნდა დაფაროს. შესაბამისი ფინანსური რესურსის არქონის შემთხვევაში კი, ბანკი მათ აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს საჭირო ინვესტიცია. აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო პოლის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ ერთი თვის და არაუმეტეს 3 წლის ვადით (კონკრეტული წლის მოსავლის ციკლის გათვალისწინებით).
„იმისთვის რომ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ჩვენი პარტნიორი ბიზნესები კიდევ უფრო მშვიდად და დაზღვეულად გრძნობდნენ თავს გაუთვალისწინებელი რისკებისგან, ჩვენ მათ აგროდაზღვევა შევთავაზეთ. პროდუქტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბიზნესის განვითარებაში, ვინაიდან მისი დახმარებით კიდევ უფრო მარტივი ხდება ისეთი ფაქტორების წინასწარ გათვლა და დაგეგმვა, როგორიცაა მოსალოდნელი მოსავალის თუ შემოსავალის მოცულობა. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სიახლეების დანერგვასა და ბიზნესისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების შეთავაზებას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
პროდუქტზე დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3eMCF2E