სტაფილოს სალათა

სტაფილოს სალათა

ინგრედიენტები

450   გრამი სტაფილო

2   ჩ/კ მდოგვი

1   ს/კ ლიმონის წვენი

1 1/2  ს/კ მცენარეული ზეთი

1 1/2  ს/კ ზეითუნის ზეთი

1 1/2  ჩ/კ თაფლი

მარილი გემოვნებით

1/4  ჩ/კ ახლად დაფქული შავი პილპილი

2   ს/კ დაჭრილი ოხრახუში

2   ცალი მწვანე ხახვი

მომზადება

სტაფილო გახეხეთ, ოხრახუში და მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით.

სასალათე თასში აურიეთ მდოგვი, ლიმონის წვენი, თაფლი, მცენარეული ზეთი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, დაჭრილი ოხრახუში და მწვანე ხახვი. კარგად აურიეთ. დააფარეთ და მირთმევამდე შედგით მაცივარში.