პრინცმა ჰარიმ ბრიტანეთის სამეფო ოჯახში თავისი ცხოვრება ზოოპარკში ყოფნას შეადარა და უკმაყოფილება გამოხატა სამეფო ოჯახის პასუხისმგებლობის საზოგადოებრივი ასპექტების მიმართ.
„Armchair Expert“-ის პოდკასტში თანაწამყვან მონიკა პადმენთან და მსახიობ დექს შეპარდთან საუბარში პრინცმა განაცხადა, რომ საზოგადოების მუდმივი ყურადღების ცენტრში ყოფნა მას დისკომფორტს უქმნიდა.
„ეს სამუშაოა, ხომ ასეა? უნდა გაიღიმო და გადალახო ეს. უნდა შეეგუო ამას. როდესაც 20 წლის ასაკში ვიყავი, ვფიქრობდი: „არ მინდა ეს სამუშაო, არც აქ ყოფნა მინდა. არ მინდა ამის გაკეთება. ნახე, თუ რა მოუტანა ამან დედაჩემს. როგორ უნდა შევქმნა ოჯახი, როდესაც ვიცი, რომ ეს კიდევ ერთხელ შეიძლება მოხდეს?“ ეს არის ნაზავი „ტრუმენის შოუსა“ და ზოოპარკში ყოფნას შორის“, - განაცხადა პრინცმა ჰარიმ.
2020 წლის 18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ, წყვილს აღმატებულების ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან.