მადამ ტიუსოს მუზეუმში პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ცვილის ფიგურები სამეფო ოჯახის ზონიდან ჰოლივუდის ზონაში გადაიტანეს

მადამ ტიუსოს მუზეუმში პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ცვილის ფიგურები სამეფო ოჯახის ზონიდან ჰოლივუდის ზონაში გადაიტანეს

ლონდონში მადამ ტიუსოს მუზეუმში პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ცვილის ფიგურები სამეფო ოჯახის ზონიდან ჰოლივუდის ზონაში გადაიტანეს.

ლონდონის მადამ ტიუსოს მუზეუმის გენერალურმა მენეჯერმა, ტიმ უოთერსმა განაცხადა, რომ პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ცვილის ფიგურები ამიერიდან მუზეუმის ჰოლივუდის ზონაში განთავსდება.

მადამ ტიუსოს მუზეუმი მსოფლიოში ყველაზე დიდი და ცნობილი ცვილის ფიგურების მუზეუმია, რომელიც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში მდებარეობს.

მუზეუმში ათასზე მეტი ექსპონატია განთავსებული. ექსპონატების უმრავლესობა პოლიტიკოსების, მეცნიერების, მსახიობების, რეჟისორებისა და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანის ცვილის ფიგურას წარმოადგენს.