პოპულარული სერიალის „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდი HBO-ზე 27 მაისს გავა. ამის შესახებ Entertainment Weekly წერს.
გავრცელებული ცნობით, 6 მთავარი გმირის გარდა, გადაღებებში მომღერლები ჯასტინ ბიბერი, ლეიდი გაგა, ჯგუფი BTS-ი, მსახიობები კიტ ჰარინგტონი, ასევე მოდელი სინდი კროუფორდი და ფეხბურთელი დევიდ ბექჰემიც მონაწილეობდნენ.
„მეგობრები“ 1994-2004 წლებში გადიოდა და ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კომედიურ სერიალად ითვლება.