მეტ დეიმონმა ბენ აფლეკისა და ჯენიფერის ურთიერთობის შესახებ კომენტარი გააკეთა

მეტ დეიმონმა ბენ აფლეკისა და ჯენიფერის ურთიერთობის შესახებ კომენტარი გააკეთა

რამდენიმე დღეა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ურთიერთობა ხვდება. მეტიც, ყოფილი ვარსკვლავური წყვილი, რომელთა დაშორებიდან ზუსტად 17 წელი გავიდა, რამდენიმე საათის წინ მონტანაში, რომანტიკულ მოგზაურობაში მიმავალი შენიშნეს.

ბუნებრივია მოვლენების განვითარება არც ცნობილი ვარსკლავების მეგობრების ყურადღების მიღმა დარჩენილა, მათ შორის არც 50 წლის მეტ დეიმონისთვის, რომელიც ბენის უახლოესი მეგობარი გახლავთ,

“მსოფლიოში არ მოიპოვება საკმარისი ალკოჰოლური სასმელი იმისათვის, რომ ამ თემის შესახებ რამე მათქმევინოთ,. მე ორივე მათგანი მიყვარს, ვისურვებდი, ეს ყველაფერი სიმართლე იყოს,”-იხუმრა დეიმონმა.