წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კალიფორნიაში უცნაური თევზი იპოვეს. ამის შესახებ CNN წერს.
თევზი შავი შეფერილობისაა და აქვს წვეტიანი კბილები, ასევე ანკესის მსგავსი წარმონაქმნი თავზე, რომელიც ღრმა წყალში სანათის როლს ასრულებს.
სპეციალისტების შეფასებით, ეს „თევზი ფეხბურთის ბურთია“(Footballfish), რომლის ნახვაც ოკეანის ზედაპირზე იშვიათადაა შესაძლებელი. თევზი წყალში ბურთის ფორმას იღებს, მისი სახელწოდებაც აქედან წარმოიქმნა. თევზს თავისუფლად შეუძლია სხეულის ზომის მსხვერპლის გადაყლაპვა.
იშვიათი თევზი მეცნიერებმა საგანმანათლებლო ცენტრში კვლევისთვის წაიღეს. ახლა მეცნიერები ამ ღრმა წყლების ბინადარზე უფრო მეტს შეიტყობენ.