ამერიკელი მსახიობის, ანჯელინა ჯოლის განცხადებით, 2016 წელს ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ მას რომანტიკული ურთიერთობა არავისთან ჰქონია. ამის შესახებ მან E! News-თან ვიდეოინტერვიუში განაცხადა.
45 წლის მსახიობის განცხადებით, ის საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მიმართ ძალიან მომთხოვნია.
„ალბათ, სხვადასხვა ტიპის შემაკავებელი ფაქტორის გრძელი სია მაქვს. ამიტომ, უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც მარტო ვარ და დიდ დროს ვუთმობ 6 შვილზე ზრუნვას“, - განაცხადა მსახიობმა.
ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ 2014 წელს იქორწინეს. მათ 6 შვილი ჰყავთ. 2016 წელს ჯოლიმ განქორწინება გადაწყვიტა, ვინაიდან არ მოსწონდა, როგორ ზრდიდა პიტი მათ შვილებს.