3 მაისს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ურთიერთობა კიდევ ერთმა ყველაზე წარმატებულმა და ცნობადმა წყვილმა დაასრულა. სამწუხაროდ, ბილ და მელინდა გეითსებმა ოცდაშვიდწლიანი ქორწინების შემდეგ, დაშორება გადაწყვიტეს.
“ჩვენ აღარ გვწამს, რომ ისევ შეგვიძლია განვვითარდეთ, როგორც წყვილი. ხანგრძლივი ფიქრისა და ურთიერთობაზე მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, დავასრულოთ ჩვენი ქორწინება,”- დაწერა წყვილმა ტვიტერზე.
თუმცა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საუბარი არ წყდება ქალბატონზე, რომელსაც სამშვილიანი ოჯახის დანგრევაში ადანაშაულებენ. საქმე იმაშია, რომ Daily Mail-ის მიერ მოპოვებული საბუთების მიხედვით, დაშორების ინიციატორი სწორედ მელინდა გახლდათ, რომელიც ქორწინებას “უიმედოდ დამსხვრეულად” მოიხსენიებს.
ამასთანავე, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ჭორების თანახმად, ბილსა და მელინდას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ ბილის თარჯიმანთან – Zhe Shelly Wang_თან, რამაც საზოგადოების აზრით სწორედ ოჯახის დანგრევა გამოიწვია.
ჭორები თავად ვანგმა Page Six-თან ინტერვიუში უარყო: “ვფიქრობდი ეს საუბრებ წარსულს თავისით ჩაბარდებოდა, მაგრამ ამის საპირისპიროდ, ამ თემაზე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს.”