ჯენიფერ ლოპესმა, რომელიც საქმროს, ალექს როდრიგესს ცოტა ხნის წინ დაშორდა, უიქენდი ბენ აფლეკთან გაატარა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემა წყვილის ექსკლუზიურ ფოტოებსაც აქვეყნებს, რომლებიც მონტანას აეროპორტშია გადაღებული. Daily Mail-ი წერს, რომ ლოპესმა და აფლეკმა სათხილამურო კურორტზე რომანტიკული უიქენდი გაატარეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოფილმა შეყვარებულებმა კონტაქტი მას შემდეგ განაახლეს, რაც სოციალურ ქსელებში ლოპესის ახალი ფილმის გადასაღები მოედნიდან ფოტოები გავრცელდა. აფლეკმა ლოპესს ი-მეილი მისწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ ის ფოტოებზე „ძალიან ლამაზად გამოიყურება“.
თავის მხრივ, აფლეკის საუკეთესო მეგობარმა, მსახიობმა მეტ დეიმონმა აღნიშნა, რომ მას „იმედი აქვს“, რომ ბენი და ჯენიფერი კვლავ ერთად არიან.
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთმანეთს 2002-2004 წლებში ხვდებოდნენ. წყვილი დანიშნულიც იყო, თუმცა 17 წლის წინ, ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს დაშორდნენ.