მსოფლიოში უხუცესი მსახიობი გარდაიცვალა

მსოფლიოში უხუცესი მსახიობი გარდაიცვალა

მსოფლიოში უხუცესი მსახიობი ნორმან ლოიდი 106 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Variety მის მეგობარზე, პროდიუსერ დინ ჰარგოროუზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, მსახიობი საკუთარ სახლში, ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ნორმან ლოიდი 1914 წლის 8 ნოემბერს დაიბადა და თავისი კარიერა 1923 წელს დაიწყო. ის 60-მდე ფილმშია გადაღებული. ასევე ის მონაწილეობს ჩარლი ჩაპლინის ფილმში „რამპის ჩირაღდნები“.

მხცოვანი მსახიობი სიცოცხლის ბოლო დღემდე მუშაობდა.