კანადაში იკვლევენ ბოთლში ნაპოვნ წერილის, რომელიც სავარაუდოდ „ტიტანიკის“ მგზავრმა დაწერა

კანადაში იკვლევენ ბოთლში ნაპოვნ წერილის, რომელიც სავარაუდოდ „ტიტანიკის“ მგზავრმა დაწერა

კვებეკის უნივერსიტეტის მეცნიერები იკვლევენ წერილს ბოთლიდან, რომელიც შესაძლოა „ტიტანიკიდან“, კატასტროფამდე ერთი დღით ადრე გადააგდეს. ამის შესახებ ვებგვერდი UQAR იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, ბოთლი 2017 წელს პლაჟზე სეირნობისას ერთ-ერთმა ოჯახმა იპოვა და შესასწავლად სპეციალისტებს გადასცა.

წერილი 1912 წლის 13 აპრილით არის დათარიღებული. ის მატილდა ლეფევრის საელით არის ხელმოწერილი. სპეციალისტების მონაცემებით, ჩაძირული ლაინერის მესამე კლასის მგზავრთა შორის გოგო ამ სახელითა და გვარით მართლაც იყო. მეცნიერები მატილდას ნათესავებს დაუკავშირდნენ და გაარკვიეს, რომ 13 წლის გოგო ნიუ-იორკში დედასა და და-ძმებთან ერთად მიემგზავრებოდა, სადაც მათ მამა ელოდებოდა. სამწუხაროდ, ლეფევრები „ტიტანიკის“ ჩაძირვის დროს დაიღუპნენ.

„ამ ბოთლს ატლანტის ოკეანეს შუაგულში ვაგდებ. რამდენიმე დღეში ნიუ-იორკში ჩავალთ. თუ ვინმე ამ ბოთლს იპოვის, შეატყობინეთ ლეფევრების ოჯახს ლევენში“, - ნათქვამია სავარაუდოდ მატილდას გზავნილში.

მეცნიერებმა ბოთლის, ცვილისა და ქაღალდის ავთენტურობა დაადასტურეს, თუმცა ამ ეტაპამდე გრძელდება ხელწერის კვლევა. სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ დროს ფრანგულ სკოლებში ბავშვებს სხვაგვარად ასწავლიდნენ წერას, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა მატილდამ წერილის დაწერა ვინმე სხვას სთხოვა.