ამერიკულმა გაზეთმა Wall Street Journal-მა ბილ და მელინდა გეითსების განქორწინების მიზეზი გაარკვია. გამოცემის ცნობით, მელინდა გეითსი განქორწინებას თავის იურისტთან მინიმუმ 2019 წლიდან განიხილავდა.
როგორც გაზეთი წერს, წყვილის დაშორების ერთ-ერთი მიზეზი Microsoft-ის დამაარსებლის ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირი გახდა. ეს უკანასკნელი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 2019 წლის 7 ივლისს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა დანაშაული 2002 და 2005 წლებში ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ჩაიდინა. იმავე წლის 10 აგვისტოს მილიარდერმა საკანში თავი მოიკლა. ეპშტეინის სიკვდილმა შეთქმულების თეორიები გააჩინა.
როგორც ბილ გეითსის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ბიზნესმენები მხოლოდ ქველმოქმედებას განიხილავდნენ. ამასთან, მილიარდერი ამ შეხვედრებს ნანობს და აღიარებს, რომ ეს შეცდომა იყო.
4 მაისს ცნობილი გახდა, რომ ბილ და მელინდა გეითსები 27-წლიან ქორწინებას ასრულებენ.