23 წლის დიზაინერი ჰანეულ კიმი ერთჯერადი პირბადეებისგან ფერად ტაბურეტებს ამზადებს. თავიდან ის გამოყენებულ პირბადეებს მეგობრებს სთხოვდა, თუმცა მალე მიხვდა, რომ ეს რაოდენობა ავეჯის დასამზადებლად არ იქნებოდა საკმარისი.
ახალგაზრდა დიზაინერმა კორეის ხელოვნებისა და დიზაინის ინსტიტუტში სპეციალური კონტეინერები დადაგა, სადაც მსურველი გამოყენებულ პირბადეს დატოვებდა. ჰანეულ კიმი პირბადეებს აგროვებდა და სითბური თოფით ადნობდა.
მას ერთი ტაბურეტის დასამზადებლად 1 500 პირბადე სჭირდება. „იმედი მაქვს, ბოლოს მსოფლიოში პროცესები ისე განვითარდება, რომ მე პირბადეები დამიმთავრდება, ხოლო დედამიწაზე კორონავირუსის პანდემია დასრულდება“, - ამბობს დიზაინერი.