დღეს დილით ბრიტანულმა გამოცემამ „Sky Sports” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილი გახდა, რომ ბოსნია ჰერცეგოვინის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ედინ ჯეკო კარიერას დირტმუნდის „ბორუსიაში“ გააგრძელებს.
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დორტმუნდულ გუნდს პოლონეთის ნაკრების შემტევი რობერტ ლევანდოვსკი დატოვებს. მოთამაშე კარიერას ალბათ მიუნჰენის „ბაიერნში“ გააგრძელებს.
დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს ჯეკო პოლონელის შემცვლელად სურს.
ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჯეკომ მშობლიური გუნდის ფორმით რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი გაიტანა. ამის მიუხედავად „მანჩესტერ სიტის“ იტალიელი დამრიგებელი რობერტო მანჩინი ბოსნიელს ბოლომდე არ ენდობა და მინდორზე იშვიათად უშვებს.
გერმანული სპორტული მას-მედიის მტკიცებით, ედინ ჯეკო ამ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება და ახალი სეზონიდან იურგენ კლოპის გუნდის ღირსებას დაიცავს.