დღეს Brit Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

დღეს Brit Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

დღეს ლონდონში პრესტიჟული ბრიტანული მუსიკალური პრემიის, Brit Awards-ის დაჯილდოების ცერმონია გაიმართება. ამის შესახებ BBC წერს.

ღონისძიებას დაახლოებით 4000 სტუმარი დაესწრება. ლონდონის არენაზე მოხვედრამდე მათ კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი უნდა წარადგინონ. ამასთან, სტუმრების დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება არ მოუწევთ.

თავდაპირველად ღონისძიება 3 თვის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, ის გადაიდო.