რამდენიმე თვის წინ არგენტინის ეროვნული გუნდისა და „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლეო მესიმ ესპანურ მას-მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საკუთარ საფეხბურთო კარიერას სამშობლოში დაასრულებს.
ამ თემას ფეხბურთელი გუშინ კიდევ ერთხელ დაუბრუნდა.
მესი გამოცემა „Goal.com”-ს ესაუბრა და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ოფიციალურად გამოაცხადა.
ლეომ პროფესიული საფეხბურთო ცხოვრება კლუბ „ნიუელს ოლდ ბოიზში“ დაიწყო.
მომავალი ვარსკვლავი მხოლოდ 13 წლის გახლდათ, როდესაც კატალონიური „ბარსელონას“ სელექციონერების ყურადღება მიიქცია და 2000 წელს ესპანეთში გადაბარგდა.
„საფეხბურთო კარიერის დასასრულს არგენტინაში აუცილებლად დავბრუნები და „ნიუელს ოლდ ბოიზის“ რიგებში ერთ-ორ სეზონს ჩავატარებ.
„ბარსელონასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულს მისრულდება. მაშინ 31 წლის ვიქნები და არგენტინაში აუცილებლად დავბრუნდები.“ - განაცხადა ლეო მესიმ.