ბულგარული წიწაკა სტაფილოთი

ბულგარული წიწაკა სტაფილოთი

ინგრედიენტები

12   ცალი წითელი ბულგარული წიწაკა

1 1/5  კგ. სტაფილო

2   თავი ხახვი

5   ცალი მოზრდილი პამიდორი

საჭიროებისამებრ ზეთი

2   ჩ/კ ძმარი

გემოვნებით მარილი

მომზადება

გარეცხილ ბულგარულ წიწაკას მოვაჭრათ თავი და ამოვასუფთაოთ. მოვაყაროთ მარილი და ჩავალაგოთ ცეცხლზე შემომდგარ ზეთიან ქვაბში. დავუმატოთ 2 ჩ/კ ძმარი. წიწაკა ყველა მხრიდან დარბილებამდე შევწვათ დაბალ ცეცხლზე, ისე რომ ფერი უცვლელი დარჩეს. ამოვალაგოთ და გადმოვიღოთ ლანგარზე.

იმავე ქვაბში ჩავამატოთ ზეთი და მასში მოვათავსოთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი და სტაფილო. მოვშუშოთ და დავამატოთ გაფრცქვნილი პამიდორი (დაჭრილ მდგომარეობაში). ვშუშოთ სტაფილოს მოხარშვამდე. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.

თითოეული შემწვარი ბულგარული წიწაკა კოვზით გავტენოთ ზეთიანი სტაფილოს, ხახვისა და პამიდვრის სოუსით.

მიირთვით გაგრილების შემდეგ. თუმცა, მაცივარში გაციებული გაცილებით გემრიელია.

მსგავსი რეცეპტით მომზადებულ ბულგარულ წიწაკას ხშირად კონსერვის სახითაც ინახავენ საზამთროდ, მაგრამ აჯობებს, რომ კონსერვების გაკეთების სანაცვლოდ, ყოველთვის სეზონური და “ცოცხალი” კერძები მოვამზადოთ.