აეროპორტის ტუალეტში სექსმა აქამდე მოგვიყვანა — რაიან რეინოლდსი ცოლს დედის დღეს ულოცავს

აეროპორტის ტუალეტში სექსმა აქამდე მოგვიყვანა — რაიან რეინოლდსი ცოლს დედის დღეს ულოცავს

თუკი რაიან რეინოლდსის და ბლეიკ ლაივლის სოციალურ ქსელებს თვალს ადევნებთ, ადვილად შეამჩნევდით, რომ წყვილს ძალიან უყვარს, როცა ერთმანეთს ეხუმრებიან. სასაცილო ფოტოები, მხიარული კომენტარები და ვიდეოები, მსახიობები ნებისმიერ ხერხს იყენებენ ერთმანეთის დასატროლად.

ალბათ გახსოვთ, რაიანმა ბლეიკის დაბადების დღეზე, მათი ფოტო დადო, სადაც მსახიობი თითქმის არ ჩანს.

ამის საპასუხოდ, ბლეიკმა რაიან გოსლინგის ფოტო გააზიარა და დააწერა: "გილოცავ დაბადების დღეს, პატარა."

ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც წყვილი ერთმანეთს ეხუმრა. თუმცა, ცოტა ხნის წინ რაიან რეინოლდსი ისევ დაწინაურდა, როდესაც ინსტაგრამზე ბლეიკს დედის დღე მიულოცა.

რაიანმა მილოცვა თბილი სიტყვებით დაიწყო: "საკმარისი არ იქნება მხოლოდ იმის თქმა, რომ შენ ამ ოჯახის სული და გული ხარ, მადლობელი ვარ იმ სინათლის და სიკეთისთვის, რომელიც ჩვენი ცხოვრების თითოეულ წამში შემოგაქვს."

მას შემდეგ, რაც მსახიობმა ბლეიკის გამბედაობა და დედობრივი უნარები შეაქო, მათი ურთიერთობის დასაწყისი ეტაპი გაიხსენა და თქვა: "ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ანონიმური სექსი აეროპორტის ტუალეტში აქამდე მოგვიყვანდა". რაიანმა ეს არ იკმარა და ბლეიკს "დააბრალა", რომ მან სპეციალურად დაიქირავა დეტექტივი, რომელიც რეინოლდსთან ურთიერთობის დაწყებაში დაეხმარა.

შეგახსენებთ, წყვილმა ერთმანეთი 2011 წელს გაიცნო, ფილმი Green Lantern-ის გადაღებაზე. ისინი 2012 წლის სექტემბერში დაქორწინდე და სამი შვილი ჰყავთ. მსახიობები არა მხოლოდ საკუთარი ფილმებით, არამედ სოციალური ქსელებითაც ამხიარულებენ გულშემატკივრებს. ბლეიკი მოლოცვას ჯერ არ გამოხმაურებია, მაგრამ სავარაუდოდ უკვე გეგმავს თავის შემდეგ ნაბიჯს. ახლა ისღა დაგვჩენია, ცოლის "შურისძიებას " დაველოდოთ.