შენ ამას შეძლებ — ვარჯიშის განახლების შემდეგ უილ სმიტს ვან დამი ამხნევებს

შენ ამას შეძლებ — ვარჯიშის განახლების შემდეგ უილ სმიტს ვან დამი ამხნევებს

უილ სმიტს ეს აქამდეც მრავალჯერ წარმატებით მოუხერხებია, თუმცა ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე თავისი ახალი ფოტოს გამოქვეყნებით, რომელიც ზუსტად შეესაბამებოდა პასკების ჭამის შემდეგ ჩვენს მდგომარეობას, კიდევ ერთხელ მოიგო უამრავი ფანის გული.

მალევე 52 წლის მსახიობმა ისიც განაცხადა, რომ მართალია, პანდემიამ თავისი ქნა და ძველებურ ფორმაში აღარ არის, თუმცა უკვე ვარჯიშს იწყებს და ღამით "სამზარეულოში ძრომიალის" ჩვევაზე უარის თქმასაც აპირებს.

ამ პირობის შესრულება უილ სმიტმა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ახალი ფოტოთი დააანონსა: "ჩემი მაისური დავიბრუნე, სავარჯიშო დარბაზშიც დავბრუნდი და მიზნის მიღწევის დროა!"

მართალია, ბევრი სულაც არ იყო მე ვარ ლეგენდისა და ჰენკოკის ვარსკვლავის ახალი ფიზიკური მონაცემებით უკმაყოფილო, თუმცა რადგანაც თვითონ მოინდომა, მიზნის მისაღწევად ყველა მას ამხნევებს. მის გულშემატკივრებს შორის აღმოჩნდა ჟან-კლოდ ვან დამიც:

"შენ ამას შეძლებ, ძმაო", — დაუკომენტარმა ფოტოზე.

ეჭვიც არ გვეპარება, რომ უილ სმიტი მალე სასურველი შედეგის მიღწევის დამადასტურებელ ფოტომტკიცებულებსაც შემოგვთავაზებს.