აღორძინების ხანის იტალიელი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის მიერ მცირე ზომის ფურცელზე დახატული „დათვის თავის“ ღირებულებამ $16.7 მილიონს მიაღწია, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ნახატი, რომელიც 7 სმ/7სმ ზომის ფურცელზეა შესრულებული, კრისტის აუქციონზე 8 ივლისს გაიყიდება.
ნამუშევარი ერთ-ერთია მხატვრის ამ დრომდე შემორჩენილ 8 ნახატს შორის და ის ამ დროისთვის კერძო კოლექციაშია. ამჟამინდელმა მფლობელმა ის 2008 წელს შეიძინა.