FBI-მ კურტ კობეინის გარდაცვალების საქმეზე ანგარიში გამოაქვეყნა

FBI-მ კურტ კობეინის გარდაცვალების საქმეზე ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI) ამერიკელი როკ-მუსიკოსის კურტ კობეინის გარდაცვალების საქმის შესახებ 10 გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ Deadline წერს.

გამოცემის ცნობით, ათ გვერდიან ანგარიშში არის წერილები, სადაც კურტ კობეინის ფანები ფედერალურ ბიუროს მიმართავენ, რომ მუსიკოსის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოძიება დაიყოს.

„არსებობს მტკიცებულება, რომ კურტ კობეინი მოკლეს და მას სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაუსრულებია, როგორც თავიდან ვარაუდობდნენ“, - წერს მუსიკოსის ფანი.

ამასთან FBI მუსიკოსის ფანებს მუდმივად პასუხობდა, რომ კურტ კობეინის საქმის ხელახალი გამოძიება ბიუროს იურისდიქციაში არ შედის.

კურტ კობეინი 1994 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით მან ჰეროინის დიდი დოზა მიიღო, შემდეგ კი თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა.