რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Telegraph” სენსაციური ცნობა გამოაქვეყნა.
ინგლისის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა უეინ რუნიმ გუნდის ხელმძღვანელობას გაყიდვა მოსთხოვა.
ევროპის ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში, სერ ალექს ფერგიუსონმა რუნი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და მოედანზე მხოლოდ 73-ე წუთზე შეიყვანა.
იმ შეხვედრის შემდეგ რუნიმ ერთ-ერთ მანჩესტერულ „ყვითელ“ გამოცემას ინტერვიუ მისცა და ფერგიუსონი დაუნდობლად გააკრიტიკა.
„The Telegraph”-ს თუ ვენდობით, სერ ალექსმა რუნის კრიტიკა ვერ „გადაიტანა“, აშშ-ში გლეიზერების ოჯახს დაუკავშირდა და „ურჩი“ შემტევის გაყიდვა კატეგორიულად მოითხოვა.
გუნდიდან აბარგებაზე რუნი ისედაც ოცნებობს. ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ წამყვან თავდამსხმელს 25 მილიონ ევროდ აფასებს.
დღეს დილით გავრცელდა ცნობა, რომ დიდია ალბათობა რუნი „იუნაიტედის“ მოსისხლე მტერის, „სიტის“ ბანაკში გადაბარგდეს.