დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა წითელ ხიდზე

დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა წითელ ხიდზე

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული 16 500 000 რუსული რუბლის ( აღნიშნულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 760 996.5 ლარი  შეადგინა)  ქვეყნის საზღვარზე, უკანონო შემოტანის მცდელობის  ფაქტი აღკვეთეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხიდან შემოსული, საქართველოს მოქალაქის ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტოსანტრასპორტო საშუალების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა იქნა აღმოჩენილი.

საქართველოს საბაჟო  კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევისთვის, აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული თანხის  ჩამორთმევა.