პრინცესა შარლოტა ხალხს საკუთარი ასაკის შესახებ ატყუებს

პრინცესა შარლოტა ხალხს საკუთარი ასაკის შესახებ ატყუებს

39 წლის ქეით მიდლტონისა და 38 წლის პრინცი უილიამის ერთადერთ ქალიშვილს – პრინცესა შარლოტას სულ ცოტა ხნის წინ ექვსი წელი შეუსრულდა, თუმცა როგორც ჩანს გოგონას ეს ციფრი სულაც არ აკმაყოფილებს.

“თუ ჰკითხავთ, გიპასუხებთ რომ 16 წლის არის,”- აღნიშნა პრინცმა უილიამმა Babcock Vehicle Engineering-თან შეხვედრაზე.

გარდა ამისა, უილიამმა საზოგადოებას ისიც აუწყა, რომ გოგონა უკვე დამოუკიდებელია, “ის ამბობს -მე ექვსი წლის ვარ და ისე მოვიქცევი, როგორც მსურს,”-აღნიშნა მამიკომ.