4 წლის ბავშვმა SpongeBob-ის ნაყინებში შემთხვევით $2 600 დახარჯა

4 წლის ბავშვმა SpongeBob-ის ნაყინებში შემთხვევით $2 600 დახარჯა

ჯენიფერ ბრაიანტმა ერთ დღეს მოულოდნელი ამანათი მიიღო — 51 ყუთში განაწილებული SpongeBob-ის 1 000-მდე ნაყინი მისი დის სახლში მიიტანეს. ჯენიფერი უფრო მეტად ამანათის ფასმა გააოცა. ნაყინების საერთო ღირებულება $2 619 იყო.

ამ უცნაური ამანათის მიღმა ჯენიფერის 4 წლის შვილი, ნოა იდგა. როგორც აღმოჩნდა, ბიჭმა ნაყინები დედის ამაზონის ანგარიშიდან შეიძინა. სამწუხაროდ, ამანათი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა. 3 შვილის დედას, რომელიც პარალელურად მუშაობს და სწავლობს, ამანათისთვის საკმარისი არც საყინულე ჰქონდა და არც — ფული.

ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, ჯენიფერის მეგობარმა საქველმოქმედო პლატფორმა GoFundMe-ზე ანგარიში შექმნა, რათა მეგობარსა და პატარა ნოას დახმარებოდა. ბოლო მონაცემებით, უკვე $10 000-ზე მეტია შეგროვებული. დარჩენილი თანხა აუტისტური სპექტრის მქონე ნოას განათლებასა და მხარდაჭერას მოხმარდება.

ქველმოქმედი ადამიანების დახმარების წყალობით, 4 წლის ნოას შეუძლია, საყვარელი ნუგბარი, რომელიც კიდევ დიდხანს ეყოფა, თამამად მიირთვას.