ყველასთვის ცნობილი ვარსკვლავის – ბრიტნი სპირსის მენტალური ჯანმრთელობის შესახებ მსოფლიო ჯერ კიდევ 2007 წლიდან საუბრობს, როცა მისი მდგომარეობა განსაკუთრებულად გართულდა.
სწორედ ამის გამო, სპირსის ქონებაზე მეურვეობა მის მამას გადაებარა, ეს გადაწყვეტილება ბრიტნიმ არაერთხელ გააპროტესტა, თუმცა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
The Sun-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, ჯეიმი დემენციაზე მიანიშნება, რაც თავის ტვინის ქრონიკული ან პროგრესირებადი დაავადების შედეგად აღმოცენდება და ხასიათდება უმაღლესი ქერქული ფუნქციების (მათ შორისაა: მეხსიერება, აზროვნება, ორიენტაცია, შემეცნება, არითმეტიკული უნარი, დასწავლის უნარი, მეტყველება და კრიტიკული ფუნქციები) უმრავლესობის დარღვევებით. კოგნიტიურ დარღვევებს კი, ხშირად თან სდევს და ზოგჯერ წინაც უსწრებს ემოციათა კონტროლის უნარის დაქვეითება, სოციალური ქცევის ან მოტივაციის დარღვევა.