ჯგუფმა Red Hot Chili Peppers თავის მუსიკაზე საავტორო უფლებები 140 მილიონ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯგუფმა კონტრაქტი ბრიტანულ საინვესტიციო ფირმა Hipgnosis-თან გააფორმა. როგორც Billboard-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, კატალოგში RHCP-ის ისეთი ცნობილი ჰიტები მოხვდა, როგორებიცაა Under The Bridge, Californication და Snow (Hey Oh).
ჯერჯერობით ინფორმაციას არც Hipgnosis და არც ჯგუფის წარმომადგენლები ადასტურებენ.
პანდემიის დროს მუსიკოსებისთვის საავტორო უფლებების გაყიდვა კონცერტების განახლებამდე შემოსავლის წყაროა. Red Hot Chili Peppers-ამდე ასეთი ნაბიჯი ბობ დილანმა და ნილ იანგმა გადადგეს.
საავტორო უფლებების მფლობელები სიმღერების რადიოეთერში, სტრიმინგ-სერვისებზე, რეკლამაში, ფილმებში გამოყენებისთვის დაწესებული გადასახადის მიღებაზე იღებენ უფლებას.