ჯო ბაიდენმა ქვეყანაში მისაღები ლტოლვილების ზღვარი 62 500-მდე გაზარდა

ჯო ბაიდენმა ქვეყანაში მისაღები ლტოლვილების ზღვარი 62 500-მდე გაზარდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქვეყანაში მისაღები ლტოლვილების ზღვარი 62 500-მდე გაზარდა.

„ამით წინა ადმინისტრაციის მიერ დადგენილი ისტორიულად დაბალი კვოტა უქმდება, რომელიც 15 ათას ადამიანს შეადგენდა და რაც არ ასახავდა ამერიკის ღირებულებებს, როგორც იმ ქვეყნის, რომელიც ლტოლვილებს მიესალმება და მხარს უჭერს. ლტოლვილების მიღების ახალი ზღვარი ასევე შეუწყობს ხელს ძალისხმევას, რომლის მიზანი 2022 წელს 125 ათასი ლტოლვილის მიღებაა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

2020 წლის ოქტომბერში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მისაღები ლტოლვილების რაოდენობა 15 000-მდე შეამცირა.