თბილისი-ზუგდიდის მატარებლის მგზავრებმა გზის გაგრძელება ალტერნატიული მატარებლით შეძლეს

თბილისი-ზუგდიდის მატარებლის მგზავრებმა გზის გაგრძელება ალტერნატიული მატარებლით შეძლეს

ხაშური ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან თბილისი - ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი  მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. თითოეულ მგზავრს მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდება. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა.

petrekupry გაფიცებთ ყველაფერს, ალტერნატიული მატარებელი რას ნიშნავს? რომ დაწეროთ "სხვა მატარებლით შეძლეს" კონტრაქტს გაგიუქმებენ?
2 წლის უკან