SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება

SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება

1 მაისს SOLO- მომხმარებლებს და არა მხოლოდ მათ, Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის მუსიკალური საღამო ელით. ღონისძიება 21:00 სთ-ზე დაიწყება და მსოფლიოში აღიარებული ჯაზმუსიკოსები სტუმრებისთვის დაუვიწყარ შოუს გამართავენ. ესენი არიან:

•    ბექა გოჩიაშვილი - პიანო;
•    ლუკა თოფურია - კლავიში;
•    ლევან დეისაძე - ბასი.
•    სოსო ცაგარეიშვილი - დრამი;

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, SOLO და MasterCard Jazz Club 1984-ის გენერალური სპონსორები გახდნენ. პარტნიორობის ფარგლებში SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდის შემთხვევაში მომხმარებლები ექსკლუზიურად ისარგებლებენ მუდმივი, 20%-იანი ფასდაკლებით როგორც ჯაზკლუბის ბილეთებზე, ასევე ბარში.  

Jazz Club 1984-ში ლაივ პერფომანსები რეგულარულად, ყოველდღე სრულდება და ის ყოველ საღამოს 21:00 საათზე იწყება.  მსმენელის წინაშე  კი სხვადასხვა დროს წარსდგებიან: 

•    ნუცი ნებიერიძე & New York Tbilisi connection;
•    კახა ჯაგაშვილის კვინტეტი;
•    ლუკა თოფურიას კვარტეტი;
•    კემოს კვარტეტი;
•    ხატია ქორიძის კვარტეტი;
•    გიგი ცინცაძის ტრიო;
•    გია რაქვიაშვილის კვარტეტი;
•    ზურა რამიშვილის ტრიო;
•    რეზო კიკნაძის კვინტეტი.

1 მაისის საღამოზე  დასასწრებად ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე