შეუსრულებელი მისია 7-ის გადაღება უკვე რამდენჯერმე შეფერხდა გლობალური პანდემიის გამო. თუმცა, მას შემდეგ რაც ფილმზე მუშაობა გააგრძელეს, გადასაღებ მოედანზე ახალი თავგადასავლები არ წყდება. კინოეკრანების შემდეგ, ტომ კრუზმა გმირისთვის დამახასიათებელი თვისებები, რეალურ ცხოვრებაშიც გამოავლინა.
ამჯერად საფრთხეში ფილმის ოპერატორი აღმოჩნდა. მსახიობი სცენას მოძრავი მატარებლის სახურავზე იღებდა, როცა შეამჩნია, რომ ოპერატორი მისთვის განკუთვნილი პოზიციიდან გადავარდა. როგორც ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს, მსახიობმა მყისიერი რეაქცია გამოიჩინა და კოლეგის ამოთრევა შეძლო.
საბედნიეროდ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია და ყველაფერი კარგად დასრულდა. როგორც ჩანს, ფილმის გადაღებები შეფერხების გარეშე გაგრძელდება. ფილმის გამოსვლას გულშემატკივრები 2022 წლისთვის ელიან. სავარაუდოდ, ეს არ იქნება შეუსრულებელი მისიის ბოლო ფილმი და ტომ კრუზს Mission imposible 8-ში ვიხილავთ.