ვინ არის მამაკაცი, რომელთან რომანსაც კიმ კარდაშიანს მიაწერენ?

ვინ არის მამაკაცი, რომელთან რომანსაც კიმ კარდაშიანს მიაწერენ?

სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინსაიდერის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიმ კარდაშიანი კანიე უესტთან დაშორების შემდეგ, უკვე მზად არის ახალი ურთიერთობებისთვის. გაგრძელებამაც არ დააყოვნა და ამჟამად საზოგადოება ტვიტერზე უკვე მის ახალ რჩეულზე ალაპარაკდა.

როგორც ირკვევა, კიმის ახალი რჩეული შესაძლოა CNN-ის რეპორტიორი – ვან ჯონი იყოს, რომელიც მან ერთ-ერთ საადვოკატო კომპანიასთან თანამშრომლობის დროს გაიცნო.

გავრცელებული ჭორები არ დასტურდება ოფიციალურად, თუმცა სოციალურ ქსელებში წერენ, რომ კიმმა შესაძლოა ვანი საკუთარი წარმატებისთვის გამოიყენოს  იურიდიულ სფეროში.