ბრიტნი სპირსს სასამართლოში სიტყვით გამოსვლის უფლება მისცეს

ბრიტნი სპირსს სასამართლოში სიტყვით გამოსვლის უფლება მისცეს

ბრიტნი სპირსის სასამართლოს მიერ დანიშნულმა ადვოკატმა, სამუელ ინგამმა, თავისი კლიენტის სახელით განაცხადა, რომ მომღერალს სურს მოსმენაზე მოსამართლეს თავად მიმართოს. ადვოკატმა ასევე მოითხოვა, რომ სასამართლო პროცესი რაც შეიძლება მალე ჩაენიშნათ. მოსამართლე ამ თხოვნას დათანხმდა და მოსმენა 23 ივნისს დანიშნა.

ბრიტნი სპირსის საქმესთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, მათ შორის მის მეურვედ მამამისის ნაცვლად ჯუდი მოდგომერის დანიშვნა, 14 ივლისამდეა გადადებული. ამ გადაწყვეტილებას მომღერალიც და მისი მშობლებიც დათანხმდნენ.

სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე გაირკვა, რომ მომღერალმა თავად მოითხოვა მოდგომერის მეურვედ დანიშვნა, მაგრამ ის აპირებს მომავალში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გააგრძელოს.

თუკი სასამართლო პოპვარსკვლავის მოთხოვნას დაადასტურებს, მოდგომერის ერთპიროვნული უფლება ექნება გააკონტროლოს ბრიტნის ფინანსები, განსაზღვროს ვისთან შეეძლება მომღერალს კონტაქტი და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყაროს მის ექიმებთან. სპირსი მეურვეს ითხოვს, რადგან ამ ეტაპზე, მას არ შეუძლია თავად წარმართოს თავისი ფინანსები და უზრუნველყოს ისეთი ფიზიკური საჭიროებები, როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი, თავშესაფარი და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების გამო ბრიტნი სპირსი 12 წელზე მეტია მეურვეობის ქვეშ იმყოფება: აშშ-ის კანონმდებლობით მეურვეობა ხანდაზმულებს და იმ პირებს ენიშნებათ, ვისაც გარკვეული ფაქტორების გამო გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად არ შეუძლიათ. მეურვეობის მინიჭება, როგორც წესი, დროებითია, თუმცა ბრიტნი სპირსის საქმეებს მამამისი 2008 წლიდან განაგებს.