ჟურნალისტი შალვა რამიშვილი კრემლში "ერისიონის" კონცერტთან დაკავშირებით კახა ბენდუქიძის პოსტს ეხმაურება.
"კახა ბენდუქიძემ "არა ოკუპაციას" დააყენა ავატარად. მანამდე კი რუსეთში ნაშოვნი ფულები ღარიბ-გლახაკებს დაურიგა ბოლო კაპიკამდე", - წერს რამიშვილი "ფეისბუქზე".
"თავისუფლების უნივერსიტეტის" დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ აქციის "არა ოკუპაციას" ფარგლებში "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტი გამოქვეყნა.
გავრცელებული ინფორმაციით, 9-10 მარტს მოსკოვში, კრემლის დარბაზში, ანსამბლი "ერისიონი" კონცერტს გამართავს.