"თავისუფლების უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე კრემლში ანსამბლ "ერისიონის" კონცერტს "ფეისბუქზე" საკუთარი ინტერპრეტაციით აღწერს. კონცერტის ბენდუქიძისეული სცენარი აქციის "არა ოკუპაციას!" ფარგლებში ვითარდება.
"2013 წელი მარტი
ყველა გასუსული უსმენდა ჩაკრულოს. ბოლო ბგერა და სიჩუმე - ერთი წამი, ორი, სამი, და გუგუნი - დარბაზი ფეხზე იდგა და გიჟურ ტაშს უკრავდა.
კაი ხნის შემდეგ დარბაზი დაწყნარდა.
სიჩუმეში დოლის მჭახე ხმა გაისმა - ხორუმი. დოლს ჭიბონი შეუერთდა. უცნაურმა რიტმმა ყველა აათამაშა - ვის მხარი აუტოკა, ვის ხელი და ვის ფეხი.
სამთავრობო ლოჟაში კმაყოფილი პრეზიდენტი იღიმებოდა და ორი თითით მუსიკას მიჰყვებოდა.
უცებ თერთმეტივე მოცეკვავე გაჩერდა, ერთმა უბიდან რაღაც ამოიღო - თეთრი ტილო.
კრემლის დარბაზის სცენაზე მაღლა აწეულ ხელებს ეჭირათ ტრანსპარანტი.
РОССИЯ, УЙДИ С НАШЕЙ ЗЕМЛИ!
პუტინი აღარ იღიმებოდა
არა ოკუპაციას....", - წერს ბენდუქიძე.