ავსტრალიელი მომღერალი Sia, რომელმაც ცოტა ხნის წინ სადებიუტო ფილმი, Music გადაიღო, „ოქროს ჟოლოს“ ყველაზე ცუდი რეჟისორების რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა, - ამის შესახებ BBC წერს.
მისმა ფილმმა კიდევ ორ ნომინაციაში მიიღო „ჯილდო“ - ქეით ჰადსონი მთავრი როლის, მედი ზიგლერი კი - მეორეხარისხოვანი როლის ყველაზე ცუდად შემსრულებელ ქალებად დასახელდნენ.
ოქროს ჟოლოს ჯილდო (Golden Raspberry Awards-ი) არის ამერიკული დაჯილდოება, რომელიც ავლენს ყველაზე ცუდ ფილმს, მსახიობს, სცენარს, რეჟისორს, კომპოზიტორს. დაჯილდოების პირველი ცერემონია 1981 წელს გაიმართა.