ვანილის მაფინები ბავშვებისთვის

ვანილის მაფინები ბავშვებისთვის

ინგრედიენტები

1 1/2  ჭიქა ფქვილი

1   ჭიქა შაქარი

1 1/2  ჩ/კ გამაფხვიერებელი

8   ს/კ დარბილებული კარაქი

1/2  ჭიქა არაჟანი

1   ცალი კვერცხი

2   ცალი კვერცხის გული

ვანილი

მომზადება

ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი, მარილი, ვანილი და კოვზით შეურიეთ ერთმანეთს. შემდეგ დაუმატეთ არაჟანი, კვერცხი, 2 კვერცხის გული, კარაქი და კარგად ათქვიფეთ მიქსერით (დაახლოებით 30 წამის განმავლობაში).

მიღებული მასა ჩაასხით მაფინების 12 ცალ ქაღალდის ფორმაში და შედგით ღუმელში 180 გრადუს C-ზე. 20-25 წუთში თქვენი მაფინები მზად იქნება.