83 წლის ენტონი ჰოპკინსი გახდა ყველაზე ასაკოვანი მსახიობი, რომელმაც ოსკარი მიიღო

83 წლის ენტონი ჰოპკინსი გახდა ყველაზე ასაკოვანი მსახიობი, რომელმაც ოსკარი მიიღო

რამდენიმე საათის წინ ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს “ოსკარების” რიგით 93-ე დაჯილდოება გაიმართა, რომელსაც არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო.

საღამო ისტორიული გამოდგა ლეგენდარული ენტონი ჰოპკინსისთვის, რომელიც გახდა ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, რომელმაც „ოსკარის“ ჯილდო მიიღო. ენტონი კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოსთვის ფილმ “მამა”-ში „საუკეთესო მამაკაცის როლის“ კატეგორიაში იყო წარდგენილი.