ამ ერთი წლის წინაც გამცნობდით, რომ სომხური წარმოშობის ამერიკელ მოდელს და მსახიობს კიმ კარდაშიანის გადაწყვეტილი ქონდა მომღერალ ჯენიფერ ლოპესისთვის მიებაძა და მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი, სათუთი, პოპულარობის მომტანი და საიმიჯო ალაგი - საკუთარი უკანალი დაეზღვია.
კარდაშიანს ბევრი არ უფიქრია და ცოტა ხნის წინ თავისი დიდებული ორი დუნდულა 20 ათას დოლარად დააზღვია. ამიერიდან ვინც კიმის გავაზე შეხებას გადაწყვეტს, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს უღირს თუ არა სადაზღვევო კომპანიასთან საქმის დაჭერა, რომელიც კიმ კარდაშიანის დუნდულებს მატროსოვივით გადაეფარება.
წლების წინ, კიმ კარდაშიანმა კალათბურთელ კრის ჰემფრისთან დაშორების ერთ-ერთ მიზეზად ისიც მოიყვანა, რომ კრისი ვერ იტანდა მის ცოლს ყველა უკანალზე რომ მისჩერებოდა, კიმი კი სწორედ ამით იყო ბედნიერი. არადა, მართლაც რომ რთულია წინ გედგეს და მხოლოდ თვალებში უყურებდე კიმ კარდაშიანს...