მობილური ტელეფონების მწარმოებლის, ფინური კომპანია Nokia-ს შესახებ ტელესერიალს გადაიღებენ. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 6-სერიანი დრამა სახელწოდებით „მობილური 1.0“ ეკრანებზე 2022 წელს გავა. პროექტზე Rabbit Films-ი მუშაობს. სიუჟეტის ცენტრში Nokia-ს სწრაფი წარმატებისა და პოპულარობის დაკარგვის ამბავი იქნება.
სერიალში ფინელი მსახიობები ითამაშებენ: სატუ-ტუული კარჰუ, ემილ კილსტრიომი, აკუ სიპოლა, უნა აიროლა, სამპო საკროლა.