დაკოტა ჯონსონი ჯეინ ოსტინის რომანის ახალ ეკრანიზაციაში ითამაშებს

დაკოტა ჯონსონი ჯეინ ოსტინის რომანის ახალ ეკრანიზაციაში ითამაშებს

ნეტფლიქსი ჯეინ ოსტინის რომანის Persuasion-ის ახალ ვერსიას გვთავაზობს, სადაც მთავარ როლს მსახიობი დაკოტა ჯონსონი შეასრულებს.

ფილმი აღწერილია, როგორც ყველასთვის საყვარელი ნოველის, თანამედროვე და მახვილგონივრული ადაპტაცია. ენი ელიოტი, ძლიერი ქალი, გაკოტრების პირას მყოფ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. 27 წლის ასაკში ის დაუოჯახებელია და თავის ძველ სიყვარულს ხვდება, რის შემდეგაც ისინი სასიყვარულო ურთიერთობას ანახლებენ.

ფილმის რეჟისორი კერი კრეკნელია, რომლისთვისაც ეს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. აქამდე ის ბროდვეიზე სპექტაკლებს დგამდა და მაყურებლისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მის სპექტაკლში Sea Wall/ A Life მსახიობმა ჯეიკ ჯილენჰოლმა მთავარი როლი შეასრულა.

Persuasion ჯეინ ოსტინის ბოლო რომანია. ამ ისტორიის სხვადასხვა ეკრანიზაცია უკვე არსებობს, მათ შორის 2007 წლის ფილმი სალი ჰოუკინსი მონაწილეობით.