კიმ კარდაშიანი ახალი ურთიერთობებისთვის უკვე მზად არის

კიმ კარდაშიანი ახალი ურთიერთობებისთვის უკვე მზად არის

გასული რამდენიმე თვე კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ურთიერთობაში განსაკუთრებულად რთული იყო, რადგან ოთხი შვილის მშობლებმა განქორწინება გადაწყვიტეს და მალე ამ საკითხს სამართლებლივად გადაწყვეტენ.

თუმცაღა, როგორც ირკვევა, კიმი უკვე მზად არის ახალი გამოწვევებისთვის და ამას ინსაიდერი E!News-თან ინტერვიუში აღნიშნავს.

“მას (კიმს) მოეწონა მაიამიში დასვენება და აქ საკუთარ თავს დაუბრუნდა. კიმმა ასევე აღიარა, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან შეხვედრებით არის დაინტერესებული, თუკი რა თქმა უნდა, შესაბამისი ადამიანი გამოჩნდება მის ცხოვრებაში. თუმცა უახლოეს მომავალში ის სერიოზული ურთიერთობებით არ არის დაინტერესებული,”- აღნიშნა ინსაიდერმა.