პრინცი ჰარი, რომელიც ბრიტანეთში პრინც ფილიპის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, აშშ-ში დაბრუნდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პრინცის მანქანა ლოს-ანჯელესის აეროპორტში შეამჩნიეს, შემდეგ კი ავტომობილი პრინცის სახლში, მონტეკიტოში ნახეს.
პრინცის აშშ-ში დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ის 21 აპრილს დედოფალ ელიზაბეტის 95-ე დაბადების დღეს არ დაესწრება.
დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპე 99 წლისა გარდაიცვალა. ის 17 აპრილს უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს.