პრინცი ფილიპის დასაფლავებას უფრო მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს, ვიდრე მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილს

პრინცი ფილიპის დასაფლავებას უფრო მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს, ვიდრე მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილს

გასულ შაბათს, სამეფო ოჯახის წევრებმა მათი ოჯახის უსაყვარლესი წევრი -პრინცი ფილიპი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. დასაფლავების ცერემონია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა, რომელიც უინძორში მდებარეობს.

ცერემონია სამი არხის მეშვეობით მიმდინარეობდა, ესენია: BBC, ITV და Sky New. საერთო ჯამში კი, პირდაპირი ეთერით დღის მსვლელობას იმაზე მეტმა ადამიანმა უყურა, ვიდრე პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი იყო (13.1 მილიონი მაყურებელი).

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დღეები ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა, მაგალითად, პრინცესა დაიანას დაკრძალვის დღეს თვალი 31-მა მილიონმა მაყურებელმა ადევნა, რამაც ყველა რეკორდი მოხსნა.