ხატია დეკანოიძე: სრულიად ვეთანხმები სააკაშვილს, ნიკა მელიას უპირობო გამოსვლის შემდეგ, პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას

ხატია დეკანოიძე: სრულიად ვეთანხმები სააკაშვილს, ნიკა მელიას უპირობო გამოსვლის შემდეგ, პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას

სრულიად ვეთანხმები სააკაშვილს, ნიკა მელიას უპირობო გამოსვლის შემდეგ, პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

„სრულიად ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილის ძალიან სწორ პოზიციას: ნიკა მელიას უპირობო (!!!) გამოსვლის შემდეგ პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას. მანამდე, რაც გუშინ ვთქვი, ჩვენი ნემისმიერი გადაწყვეტილება იქნება მორალური შეცდომა და პოლიტიკური დევნის დაკანონება.

მელია უნდა იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის არჩევნებზე და გავმართოთ მართლაც დიდი რეფერენდუმი ქვეყნისთვის“, - წერს ხატია დეკანოიძე „ფეისბუქზე“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.

 

amo არ დაეთანხმო და შენი აჯობებს
4 წლის უკან