კანის 74-ე კინოფესტივალს მარიონ კოტიარის და ადამ დრავერის ფილმი გახსნის

კანის 74-ე კინოფესტივალს მარიონ კოტიარის და ადამ დრავერის ფილმი გახსნის

Annette ფრანგი რეჟისორის, ლეოს კარაქსის ახალი დრამაა, რომელშიც მთავარ როლებს ადამ დრაივერი და მარიონ კოტიარი. Annette კანის 74-ე კინოფესტივალის გამხსნელი ფილმია და მისი პრემიერა 6 ივლისს შედგება.

ფილმში მოქმედება ლოს-ანჯელესში ხდება. დრაივერი სთენდაფ კომიკოსის, ჰენრის როლს თამაშობს, ხოლო კოტიარი მის შეყვარებულს, მომღერალ ენს განასახიერებს. ფილმი მოგვითხრობს ერთი შეხედვით იდეალური წყვილის შესახებ, რომლის ცხოვრება პირველი შვილის, ანეტის, დაბადების შემდეგ სამუდამოდ იცვლება.

2012 წლის საკულტო ფილმის Holy Motors-ის შემდეგ ეს რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის პრემიერაც კანზე შედგება. ექსცენტრიული ფრანგი რეჟისორის ფილმები კინოფესტივალებზე მუდამ დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მან სადებიუტო ფილმი , Boy Meets Girl , 1984 წელს გადაიღო და კრიტიკოსების გული მოგება მოახერხა.

"ლეოს კარაქსის ყველა ფილმი მოვლენაა და არც ამ ფილმმა გაგვიცრუა იმედები", — განაცხადა კანის ფესტივალის პრეზიდენტმა პიერ ლესკურმა. "ანეტი საჩუქარია, რომელსაც კინოს, მუსიკისა და კულტურის მოყვარულები დიდხანს ელოდნენ", — ამბობს ლესკურმი.

ფილმი Amazon Studio-ს და Canal+ის საერთო ნამუშევარია და მასში ადამ დრაივერი როგროც მსახიობის, ასევე პროდუსერის როლშიც გვევილნება.

Covid-19- თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, კანის კინოფესტივალის თარიღებმა მაისიდან ივლისში გადაიწია. კინომოყვარულებს, ფილმების ნახვა 6 დან 17 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ. წლევანდელი კონკურსის ჟიურის თავჯდომარე ამერიკელი რეჟისორი სპაიკ ლია.