ჯეიმს აპატურაი: საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია

ჯეიმს აპატურაი: საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

„საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია როგორც ქართველებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც საქართველოს წარმატების დანახვა სურს. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩის ძალისხმევას, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს. ეს შეთანხმება საქართველოში პოლიტიკის პოლარიზაციის დაძლევას უნდა ემსახურებოდეს“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.